Mersedes - ისტორია














Daimler-Motoren-Gesellschaft კომპანიის ისტორია აითვლება 1900 წლიდან.გარდა მანქანებისა ის აწარმოებდა ავიაციური და გემების ძრავებს.ამან გამოიწვია 1909 წელს ახალი ლოგოტიპის შემოღება – სამსხივიანი ვარსკვლავი,ამ მარკის წარმატების სიმბოლო,წყალზე,ხმელეთზე და ჰაერში.1926 წელს მოხდა ორი კომპანიის შერწყმა Daimler და Benz.
გოთლიბ დაიმლერი არის პირველი 4 ბორბლიანი მანქანის და კომპანია Daimler-Motoren-Gesellschaft დამფუძნებელი.1901 წელს Daimler-Motoren-Gesellschaft მარკის ქვეშ გამოსულ მანქანას მერსედესი ეწოდა.ის დაარსა გოთლიბ დაიმლერმა 1890 წელს,იმ ბაზაზე სადაც შექმნა პირველი 4 ბორბლიანი მანქანა.პირველი Mercedes-35Р5 იყო 4 ცილინდრიანი ძრავით და კლასიკური გარეგნობა ჰქონდა.თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში დაიმლერი სხვადასხვანაირ მერსედესებს უშვებდა.პირველ ომის შემდეგ დროინდელ მანქანებს შორის იყო მერსედეს 28/95PS 6 ცილინდრიანი ძრავით.
ეს სამუშაო 1923 წელს ახალმა ინჟინერმა ფერდინანდ პორშემ გააგრძელა და უფრო გააუმჯობესა მანქანები. 1926 წელს როდესაც ორი კომპანია Daimler და Benz-ი შეირწყა მას სათავეში ფერნინანდ პორშე ჩაუდგა.მათ მთლიანად განაახლა წარმოება და მოდელები რომლებიც Daimler-ის სახელით გამოდიოდა ახლა Mercedes-Benz-ი შეარქვა.1928 წელს პორშემ დატოვა კომპანია,რომელსაც ახლა უკვე ჰანს ნიბელი ჩაუდგა სათავეში.მისი ხელმძღვანელობით გაუშვეს Mannheim-370 6 ცილინდრიანი ძრავით მოცულობით 3.7 ლიტრი და Nurburg-500 8 ცილინდრიანი 4,9 ლიტრიანი აგრეგატით,რომლის ბაზა პორშეს ბოლო მოდელები იყო.
1930 წელს გამოჩნდა Grosser Merceries იგივე Mercedes-Benz-770 8 ცილინდრიანი და ძალიან მძლავრი.
მაქს ზაილერის ტექნიკური ხელმძღვანელობით,რომელმაც ნიბელი 1935 წელს შეცვალა,იყო შექმნილი დაბალფასიანი და პოპულარული მანქანა 170V მოდელის,4 ცილინდრიანი ძრავით,პირველი მანქანა დიზელის ძრავით.
1954 წელს გამოჩნდა პოპულარული კუპე 300SL,კარების ტიპით ” თოლიას ფრთა”.მომდევნო წელს იქნა გამოშვებული დაბალფასიანი კაბრიოლეტი 190SL 4 ცილინდრიანი ძრავით.
1959 წელს ახალი ოჯახი შეიქმნა ავტომობილების,საშუალო კლასის,რომელთაც ერგოთ ელეგანტური კუზაო,ვერტიკალური ფარებით,დიდი საბარგული.მათ წარმოადგინეს ამ მარკის უმაღლესი დონე.
Mercedes-Benz 600 წარმოდგენილი იყო მსოფლიოში საუკეთესო მანქანებს შორის.გამოიშვებოდა აგრეთვე პულლმანის ვარიანტში, სიგრძით 6240 მმ.1963 წელს სპორტული მანქანები სEცვალა უფრო მოკრძალებულმა მანქანებმა,ლამაზი სახურავით.
1972 წელს დაარსდა ახალი თაობა S-კლასის,რომელიც 1979 წელს შეცვლილი იქნა W-126 აეროდინამიური კუზაოებით.
1966 წელს იქნა წარმოდგენილი 2 კარიანი სპორტული მოდელები,4 ცილინდრიანი ძრავით.
ახლა მსოფლიოში ძალიან განთქმულია მერსედესის მარკა,ის უსაფრთხო,მოსახერხებელი და ლამაზია.